გავწერეთ სასწავლო პროცედურები და ვისაუბრეთ სასწავლო რესურსებზე,თუ რა ტექნიკური რესურსი მჭირდება პროექტის განსახორციელებლად.გავეცანით ბლოგის
სტრუქტურას,შევქმენი გვეერდები,ვისწავლე ფაილის ატვირთვა ბლოგზე.
დღეს განვიხილეთ მოდული 5.მოსწავლეთა შეფასება.სადაც ყურადღება გავამახვილეთ
განმავითარებელ შეფასებაზე და წინარე ცოდნის დადგენის მიზნით მოსწავლეთა
საჭიროებებზე.ასევე ყურადღება გავამახვილეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე.სადაც
გავითვალისწინეთ მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები ,რომელიც აქტუალური და აუცილებელია პროექტის განსახორციელებლად.
დღეს გავეცანით უკუკავშირის საჩვენებელ ფორმას.ვისაუბრეთ მის დანიშნულებაზე და გავითვალისწინეთ პრეზენტაციის შექმნისას.შევქმენით პრეზენტაცია და ავტვირთეთ ბლოგზე.ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.
განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.შევიმუშავეთ ჩვენი პროექტისთვის ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები და სტრატეგიები,რომელიც შევიტანე პროექტის გეგმაში.დასასრულს შევქმენი პრეზენტაციის შაბლონი.
ამ მოდულში დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმაზე.პირველ რიგში გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები,რომელთა მიღწევაც გვსურს.პროექტის ეფექტურად დაგეგმისთვის გადავხედე სტანდარტებს და განვსაზღვრე,საგნის სტანდარტის რომელი შედეგის/ინდიკატორის მიღწევა და შეფასება მსურს ჩემი თემის ფარგლებში.